logo
ENG



ჰაიდაი: ლუჰანსკის ფრონტის გასწვრივ დაბომბვა გაძლიერდა

12 მაი 202214:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/12/1t0bsuyes5mfawr.jpg

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, ლუჰანსკის ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა.

"მტერმა მთლიანად გაანადგურა ლუჰანსკის დატყვევებული დასახლებები. ლუჰანსკის ფრონტის გასწვრივ დაბომბვა გაძლიერდა,” - განაცხადა ჰაიდაიმ.

ჰაიდაიმ ისაუბრა მძიმე ბრძოლებზე სევეროდონეცკის ირგვლივ, მათ შორის ბელოგორივკაში, კომიშუვახასა და სევეროდონეცკის გარეუბნებში, სადაც სიტუაცია მნიშვნელოვნადაა გაუარესებული.

"ბელოგორივკაში მდებარე უკრაინული შენაერთები ახლა რუსეთის შემოჭრას აკავებენ, ჩვენმა დამცველებმა ორჯერ გაანადგურეს პონტონური გადასასვლელები და რუსების ქმედებედიდან გამომდინარე, მესამედაც იგივე იქნება,” - თქვა ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის არაფერი უთქვამს იმის შესახებ გადაეცა თუ არა ამ მხარეში რომელიმე ქალაქი ან სოფელი რუსებს. მისი თქმით, რუსები ტაქტიკას არ ცვლიან და ქალაქების განადგურებას აგრძელებენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულმა სამხედრო ძალებმა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად კი 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა