ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, რუსებმა ბახმუტთან ათასობით ჯარისკაცი დაკარგეს.
"მობილიზებულ ჯარებს, რომლებსაც ორი თვის განმავლობაში წვრთნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, შეუძლიათ მხოლოდ ოდნავ შეაჩერონ შეიარაღებული ძალების შეტევა. ისინი ვერ შეცვლიან ზოგად სურათს.
ბახმუტის აღების მცდელობა რუსებისთვის სიმბოლურია - რაღაც თარიღისთვის მაინც მიაღწიონ წარმატებას. შედეგად, მტერმა იქ უკვე ათასობით ჯარისკაცი დაკარგა, ქალაქი კი უკრაინის დროშის ქვეშაა", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თქმით, ბოლო დღეებში, ბახმუტის რეგიონში რუსული ჯარების წინსვლის ტემპი შენელდა. ამასთან, ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ბახმუტის ტერიტორიაზე რუსულ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფს დიდი დანაკარგები აქვს.