logo
ENG



ჰაიდაი: რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, ლუგანსკში მოსახლეობის ევაკუაცია გართულდა

21 აპრ 202216:38
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/rr70bog86r1d49a.jpg

ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის გამო, ლუგანსკში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გართულდა.

“იმის გამო, რომ ევაკუაცია გართულებულია, ჩვენ უკვე ვერ მივდივართ ჰირსკეს ზოგიერთ დასახლებაში. ლურჯი და ყვითელი [უკრაინის] დროშა კვლავ ფრიალებს მათ ზემოთ, მაგრამ მარშრუტი რუსების მიერ გამუდმებით იბომბება. 

პოპასნაში ყოველი მოგზაურობა საფრთხის შემცველია - საევაკუაციო მანქანები არერთხელ მოხვდა რუსების ცეცხლის ქვეშ. დღეს 60 ადგილობრივის გადარჩენა მოვახერხეთ, სამი დღის განმავლობაში კი პოპასნას 163 მოქალაქის,” - განაცხადა ჰაიდაიმ.

ჰაიდაიმ აღნიშნა, რომ პოპასნაში 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო 2500-ზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში რჩება.


close დახურვა