logo
ENG



ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო

25 თებ 202203:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/25/5x178btvynprjb4.jpg

უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება Anonymous რუსეთის ხელისუფლებასთან კიბერ ომში ჩაერთო. მათ რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის (RT) ვებგვერდი გათიშეს. მათი საიტი ამ მომენტისთვისაც [04:03] გათიშულია. 

"Anonymous ოფიციალურად კიბერ ომში ჩაერთო რუსეთის მთავრობასთან", - წერია მათ ტვიტერის გვერდზე

Anonymous საერთაშორისო ჰაკერული დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს წარმოიშვა და აერთიანებს ჰაქტივისტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.


close დახურვა