![b4ln16jdes8do8o.jpg](/uploads_script3/news/b4ln16jdes8do8o.jpg)
ჰილარი კლინტონი მხარს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს დაუჭერს, თუმცა არ ადასტურებს რომ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ამ საკითხზე ჟურნალისტებს ესაუბრა.
მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, იქნება თუ არა ის ვიცე-პრეზიდენობის კანდიდატი, თუკი შიდა პარტიულ არჩევნებს დემოკრატებს შორის ჯო ბაიდენი მოიგებს.
ეგრეთ წოდებული სუპერ სამშაბათის შედეგებს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. პრაიმერიზში ჯო ბაიდენის გამარჯვებას მან „ დიდებული დაბრუნება" უწოდა. 14 შტატიდან, სადაც შიდპარტიული არჩევნები ჩატარდა, ჯო ბაიდენმა გამარჯვება 10 შტატში მოიპოვა.