ჰოლანდიაში საავადმყოფოები გაიფიცნენ.
ქვეყანაში მუშაობა ათობით ჰოსპიტალმა შეწყვიტა. პაციენტებს ისინი მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას უწევენ.
საავადმყოფოების თანამშრომლებმა საპროტესტო გამოსვლა მოაწყეს ჰააგაში. ისინი ხელფასების 5 პროცენტით ზრდას, გაზრდილ პრემიებს და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
საავადმყოფოების ჰოლანდიურ ასოციაციაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ეტაპზე შეუძლებელია. მედიკოსების პროფესიული კავშირის გათვლით, დაბალი ხელფასის და გაზრდილი გადასახადების გამო შემდეგ 2 წელიწადში სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა ჰოლანდიაში 100 ათასით შემცირდება.