ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მისიაში 15 ქვეყანა გაერთიანდება - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ამჟამად საფრანგეთის ხელმძღვანელობით გეგმის შემუშავებაში მონაწილეობს 15 ქვეყანა, რომ მიმოსვლის აღდგენის მიზნით ეს თავდაცვითი მისია ირანთან კოორდინაციით განხორციელდეს. ჩვენი სურვილია, დავრწმუნდეთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანსაც სრულად მოიცავს” - თქვა მაკრონმა თავდაცვის საკითხებში მრჩევლებსა და კაბინეტის წევრებთან შეხვედრაზე.
მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრის, შეჰბაზ შარიფის ინიციატივით, აშშ-სა და ირანს შორის 7 აპრილს, ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობით, ორკვირიან ზავი დაიდო, ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ ინტენსიურ ფაზაშია. პაკისტანური მხარის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის პირობები ლიბანის ტერიტორიასაც უნდა მოიცავდეს, თუმცა ადგილზე არსებული ესკალაცია მიანიშნებს, რომ მიღწეული დიპლომატიური კომპრომისი კონფლიქტის ამ სეგმენტზე ჯერჯერობით ვერ ვრცელდება.
