ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი გიორგი თარგამაძის ფორმულასთან აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუდან ამონარიდს ეხმაურება და ამბობს რომ ელჩს "ძლიერი" და "მკაფიო" განცხადებები ჰქონდა.
"ელჩი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციის, როგორც ლიბერალური დემოკრატიის არსებითი ელემენტის როლს და მის მნიშვნელობას, მოქალაქეების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულების დაყენების საკითხში", - წერს ჰოჯესი Twitter-ის გვერდზე.
Strong, clear statement by our excellent Ambassador in Tbilisi, Ambassador Kelly Degnan. She strongly advocates for the importance of opposition parties as an essential element of effective liberal democracies and holding governments accountable to their citizens. https://t.co/bkKtxCaeW5
— Ben Hodges (@general_ben) December 23, 2020
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გიორგი თარგამაძის ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ეთანხმება არცერთ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას შეზღუდავს. ასე უპასუხა მან კითხვას ქართული ოცნების მიერ შემუშავებული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტას ითვალისწინებს. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტები მიღებამდე გადაიხედება.
ინტერვიუს სრულ ვერსიას ფორმულას ეთერში 23 დემბერს 21:00 საათზე ნახავთ.