ქართულმა ოცნებამ ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტანდარტი წარმოადგინა. "სააკაშვილის მეგობარი იულია ტიმოშენკო ციხიდან ეტლით გამოვიდა, მაგრამ მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან, სიმულაცია იყო" - ასე ჩამოაყალიბა პოზიცია პარტიის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის მოყვანილი მაგალითი ძალაუნებურად აღიარება და იანუკოვიჩის რეჟიმთან თავის გაიგივებაა. ტიმოშენკო პოლიტპატიმარი იყო, რომელიც ციხეში პუტინის მოკავშირე პრეზიდენტმა ჩასვა.