ბუჩას რეგიონში, მაკაროვუში რუსების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 5 - დაშავდა
18 მარტს ბუჩას რეგიონში, მაკაროვუში რუსების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 5 - დაშავდა.
რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს ადგილები, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ.
დაინგრა საცხოვრებელი კორპუსები, დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და სხვა ობიექტები.