logo
ENG



​​TV პირველის ინფორმაციით, მათი ტელეკომპანიის შენობასთან ორი მანქანა იყო ჩასაფრებული

10 მაი 202400:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/pimbnhmprngnstl.jpg

​​TV პირველის ინფორმაციით, მათი ტელეკომპანიის შენობასთან ორი მანქანა იყო ჩასაფრებული. ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

როგორც მელაძემ თქვა, მანქანაში ნიღბიანი პირები ისხდნენ.

"მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს, ახლა ტელევიზიაში რომ შემოვარდნენ ან ტელევიზიიდან გასულ თანამშრომლებს აედევნონ და დატრიალდეს ის, რაც არის. მე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენე, გამოვიძახე პატრული", - თქვა მელაძემ.

TV პირველის ეთერში კადრები გაუშვეს, რომლებშიც ჩანს, როგორ მიდის ნოდარ მელაძე მანქანებთან და ეკითხება, რატომ არიან იქ. კითხვების დასმის შემდეგ მანქანებმა ტერიტორია დატოვეს. 

მელაძის თქმით, ერთ-ერთი მანქანა ტელევიზიის ტერიტორიაზეც შევიდა. 

"დაახლოებით ერთი საათია, რაც ეს მანქანები ჩასაფრებულები არიან ტელევიზიის ტერიტორიაზე. ვაკვირდებოდით. ორივე მანქანა დაქოქილი იყო ამ დროისთვის. მანამდე ერთ-ერთი ავტომობილი შემოვიდა შიდა ტერიტორიაზე, ისარგებლა იმ მომენტით, რომ სტუმრები იყვნენ მოსულები, შლაგბაუმი იყო გახსნილი და არც ჭიშკარი იყო დაკეტილი. ოთხმა პირმა, რომლებსაც ეკეთათ პირბადეები, დაარტყეს წრე და გავიდნენ უკან. დაზვერეს სიტუაცია", - თქვა მელაძემ.


close დახურვა