logo
ENG



„ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგები „ქართულ ოცნებას“ ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს

17 ივლ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

ედისონ რისერჩის" კვლევის შედეგები „ქართულ ოცნებას“ ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. კითხვაზე დღეს რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?  გამოკითხულთა 39 პროცენტი მმართველ პარტიას ასახელებს, 16 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ მხარს ამ ეტაპზე 5 პროცენტი უჭერს, გამოკითხულთა 20 პროცენტს კი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

ეს შედეგები აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება" დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს - მას კოალიციის შემქნა მოუხდება. ეს რეალობა ოლიგარქის თანაგუნდელებს არ მოეწონათ, რის გამოც ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია და ტელეკომპანია „ფორმულა“ არაობიექტურობაში დაადანაშაულეს.

დეტალები ნახეთ „ფორმულა ნიუსის“ 20:00-საათიან გამოშვებაში. 


close დახურვა