,,ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე არ იქნებიან წარმოდგენილი. ღონისძიების გამომსვლელთა ოფიციალურ სიას ევროკომისიის ვებგვერდი ავრცელებს.
მასშტაბური ფორუმი, სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა - უფრო ძლიერი ევროპა“, 15-16 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების დადასტურებულ გამომსვლელებს შორის ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან: ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.
ამასთანავე, სპიკერებს შორის წარმოდგენილნი არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების ლიდერები: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაჟიჩი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ჰრისტიან მიცკოსკი.
მანამდე გამოცემა „ევროსკოპს“ წყარომ დაუდასტურა, რომ აღნიშნულ გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ მიუწვევიათ.
