ახალი არაშენდა ანაკლიაში - ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ განვითარებული პროცესები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა. ამერიკული მხარე პროექტთან დაკავშირებით, ხელისუფლებას დანაპირების შესრულების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დაადასტურა პორტის მშენებლობის მიმართ ერთგულება, ტენდერი კვლევის მომზადების პერიოდში გამოცხადებული ჯერ ისევ არ ყოფილა.