logo
ENG



1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება

25 ივნ 202115:28
3 წუთის საკითხავი
 

პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გაორმაგდება და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი გახდება.

გარდა ამისა, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას. 

"1 ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება გავაორმაგეთ და თითოეულ ბავშვზე 100 ლარი დავაწესეთ. ასევე იზრდება მოცვა  - 100000 ქულის ნაცვლად 120000 ქულის მქონე ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ დახმარებას. "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონის ახალი, ინდექსაციის წესით პენსიონერები 1 იანვრიდან გაზრდილ პენსიას იღებენ. დღეს სახელმწიფო პენსია 240 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, უნდა გაიზარდოს და გავზრდით ჩვენ მომდევნო წლების განმავლობაში.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერები იღებენ  20%-იან დანამატს. შესაბამისად, სახელმწიფო პენსია მთაში 288, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის - 330 ლარია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ყველას გვესმის, რომ არ არის საკმარისი, მაგრამ რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ძალიან კარგი და აუცილებელი - ინდექსაცია, რომელიც 1 იანვრიდან შევიდა ძალაში", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

 


close დახურვა