ამერიკის ქალაქ ლევისტონში მასობრივი სროლა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.
40 წლის კაცმა სროლა ორ ლოკაციაზე გახსნა - ორივე საზოგადოების თავშეყრის ადგილი იყო. კერძოდ, პირველი სროლა სარეკრეაციო ზონაში მოხდა, მეორე კი ბარე-რესტორანში. თავდასხმის მიზეზი უცნობია.
პოლიცია კაცს ამ დრომდე ეძებს - ის იდენტიფიცირებულია. სამართალდამცველები მოსახლეობას მოუწოდებენ გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან თავდამსხმელი შეიარაღებულია.