logo
ENG



ქარსელაძე ბანკეტზე: კონფერენციებს ახასიათებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება

28 ოქტ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock 733
2023/10/28/gibmbrkyzbfuej6.png

ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერი პეკინში ვლადიმირ პუტინთან ერთად ბანკეტს ესწრებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ასეთი რამ "კონფერენციებს ახასიათებს".

"კონფერენციებს ახასიათებთ, რომ მას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან და შესაბამისად... ძალიან გთხოვთ, დისკომფორტი არის, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის და იმისათვის ვშრომობთ, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები", - განაცხადა ქარსელაძემ.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრო. ბანკეტი სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.

როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.

გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.

ჩინეთში ვიზიტის შესახებ აცხადებდა თვითონ მინისტრი და ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებდა, თუმცა არაფერი თქმულა საზეიმო ბანკეტის შესახებ.


close დახურვა