რას შეეწირა და ვინ მოკლა ნიკო კვარაცხელია. ოჯახი 2 წელია უშედეგოდ ცდილობს და იბრძვის იმისთვის - რომ გამოძიებამ დაადგინოს ნამდვილი მოტივი, რატომ ესროლეს 9 ტყვია - 22 წლის ახალგაზრდას. საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი შურისძიება იყო, თუმცა რაზე იძიეს შური ან რა კავშირი ჰქონდა მკვლელობაში ბრალდებულებთან ნიკო კვარაცხელიას - ეს არ დაუდგენიათ. ოჯახი დარწმუნებულია რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო და სისტემა რეალურ მიზეზს ფარავს. რამ მოკლა ნიკო - ოჯახისათვის პასუხი ერთია - კვარაცხელიას ესროლეს საკუთარი ნიჭისა და წარმატებების გამო. ახალგაზრდა ნიკოს, რომელიც პირველი ქართული სოციალური პლატფორმის შემქმნელი იყო - ჰქონდა ბევრი გეგმა და ყველა მათგანი საერთაშორისო ასპარეზზე- საქართველოს წარმატებას უკავშირდებოდა.
რას შეეწირა და ვინ მოკლა ნიკო კვარაცხელია - შაბათის ფორმულა
28 ოქტ 202320:15
3 წუთის საკითხავი