logo
ENG



ჰამასი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც სავარაუდო მძევლები ისრაელის ხელისუფლებას აკრიტიკებენ

30 ოქტ 202318:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/30/xo30u1leixjdg5n.png

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამი, სავარაუდოდ, ისრაელელი მძევალი ჩანს.

პროპაგანდისტულ ვიდეოში, სავარაუდო მძევლები ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ და ტყვეების გაცვლაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ისინი ნეთანიაჰუს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ქვეყანა ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმისგან [7 ოქტომბერს] ვერ დაიცვა.

ვიდეოში ნაჩვენები ადამიანების იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა.

ებრაული მედია წერს, რომ ჰამასი ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მანიპულაციურ, ფსიქოლოგიურ ხრიკებს მიმართავს, რათა ებრაელების განზრახვები შეასუსტოს და შუღლი გააღვივოს - ეს, ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ღაზის სექტორში ოპერაციის წამოწყებას უკავშირდება.

 

***

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.


close დახურვა