logo
ENG



დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

18 ოქტ 202414:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/18/ag7ps7uoquxuk5j.jpg

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

უწყების ცნობით, შეძენილია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდაპირველად ვაქცინაცია რისკჯგუფებს ჩაუტარდებათ, ხოლო 4 ნოემბრიდან, ყველა სხვა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის უფასო იქნება.

"გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ. გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები, აივ ინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები. აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", - წერია განცხადებაში.


close დახურვა