logo
ENG



გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

05 ნოე 202313:27
3 წუთის საკითხავი
 
გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც ფორმულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

31 ოქტომბერს სავარაუდო ძალადობის შესახებ TV მონიტორინგმა სიუჟეტი მოამზადა - როგორც მედიაში აღნიშნავენ, ბავშვები დაწესებულების პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ასევე, დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ.


close დახურვა