logo
ENG



კაცს, რომელმაც 12 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა, ბრალდება წარუდგინეს

06 ნოე 202317:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/06/85dom3jqxr67ks4.jpg
ფოტო: პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა. პოლიციამ ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.


close დახურვა