logo
ENG



აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - მშობელი

13 ნოე 202323:13
3 წუთის საკითხავი
clock 844
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია - მშობელი
ფორმულა/ვახო ქარელი

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი ვოზორიტიდი საქართველოშია. ინფორმაციას აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი Facebook-ზე ავრცელებს.

"ვზივარ და ვბღავი გიჟივით, თან ვიცინი თან ვტირი, თან ვეღარ ვითმენ ზეგამდე რომ არ გითხრათ. რამდენიმე წუთის წინ გავიგე, რომ წამალი ჩამოვიდა და უკვე იაშვილის კლინიკაშია. ზეგ ჩვენი თინეიჯერები პირველ დოზას გაიკეთებენ. წამალი დაიდო!"- წერს ის.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები საჭირო მედიკამენტისთვის თვეების განმავლობაში იბრძოდნენ, რის შედეგადაც იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

***

აქონდროპლაზია 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას.

მედიკამენტ ვოზორიტიდს შეუძლია დაეხმაროს აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებს. ამ მედიკამენტით ამერიკასა და ევროპაში უკვე სარგებლობენ.

ის ბოჭავს სპეციფიკურ რეცეპტორს, რომელსაც ეწოდება ნატრიურეზული პეპტიდური რეცეპტორ-B, რომელიც ამცირებს ზრდის რეგულაციის გენის აქტივობას და ასტიმულირებს ძვლის ზრდას.

კომპანია BioMarin, რომელმაც შექმნა წამალი ვოზორიტიდი და რომლის მედიკამენტიც VOXZOGO (vosoritide) დადასტურებულია, როგორც ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA)-ის ასევე ევროკავშირში სამედიცინო პროდუქტების ზედამხედველის - ევროპის მედიცინის სააგენტოს (EMA) მიერ, წამლით 1-წლიანი მკურნალობის საშუალო ფასად 2021 წელს $300 000 დოლარს ასახელებდა.


close დახურვა