logo
ENG



WHO-ს განცხადებით, ღაზის უმსხვილესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" გადაიქცა

14 ნოე 202309:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/14/s8248sb5p27xb71.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზის უმსხვილესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" გადაიქცა.

ალ-შიფას ჰოსპიტალი, რომელიც ღაზის ჩრდილოეთით მდებარეობს, ინტენსიური ბრძოლების წინა ხაზზე იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ კლინიკის ქვეშ მდებარე გვირაბებში ჰამასს მართვის ცენტრი აქვს. ჰოსპიტალი ამას უარყოფს.

"საავადმყოფოს გარშემო ცხედრებია, რომელთა მოვლაც შეუძლებელია ან დამარხვა, ან რომელიმე მორგში გადაყვანა. საავამდყოფო ისე აღარ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ეს თითქმის სასაფლაოა", - განაცხადა WHO-ს პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.

გარდა ამისა, ექიმები ყვებიან, რომ პრობლემურია ათობით ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვეღარ ახერხებენ ინკუბატორებში დარჩენას.

ისრაელის პრემიერმინისტრის უფროსმა მრჩეველმა, მარკ რეგევმა თქვა, რომ ისრაელი ჩვილების ევაკუაციასთან დაკავშირებით "პრაქტიკულ გადაწყვეტილებას" სთავაზობს, თუმცა ჰამასი მათ წინადადებას არ იღებს.


close დახურვა