logo
ENG



მთავრობა: იგეგმება 212 მეტროს ვაგონის შესყიდვა, არსებული ჩანაცვლდება შემდეგ 15 წელში

16 ნოე 202311:56
3 წუთის საკითხავი
clock 558
ფოტო: ვახო ქარელი
ფოტო: ვახო ქარელი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერ კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად მეტროს განახლების პროექტის დეტალები განიხილა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა შეხვედრაზე თქვა, რომ მეტროს ვაგონების განახლებისთვის ბიუჯეტიდან 475 მილიონი ევრო გამოიყოფა.

შეხვედრაზე კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონების შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.

კალაძის თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

კალაძის მერის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.


close დახურვა