logo
ENG



პარლამენტმა დავით სერგეენკოს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა

16 ნოე 202314:05
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტმა ქართული ოცნების დეპუტატ დავით სერგეენკოს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 2.

როგორც პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოითხოვა.

სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ ცნობები მას შემდეგ ვრცელდება, რაც დეპუტატმა მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა ე.წ. რუსული კანონის განხილვისას. სერგეენკო ამ პერიოდის შემდეგ პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად აღარ აგრძელებდა.

მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კენჭყი უყარეს სექტემბრის დასაწყისშიც, თუმცა მაშინ კანონმდებლება მხარი არ დაუჭირეს. 


close დახურვა