logo
ENG



ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურამ აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავა

17 ნოე 202315:11
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურამ აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავა. თამარ მეარაყიშვილს დღეს ქალაქის ცენტრში პიკეტი ჰქონდა დაგეგმილი.

მანამდე ე.წ კაგებემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველოში რთული პოლიტიკური ვითარებაა, რომელიც ესკალაციისკენაა მიმართული და ამიტომ ე.წ სახელმწიფო უწყებებთან არასანქცირებული აქციების ჩატარება დაუშვებელია".

მეარაყიშვილს არაკეთილსინდისიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციას ედავებიან.

კერძოდ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ ის საქმის მსვლელობისას ჩამორთმეული დოკუმენტების წასაღებად იყო დაბარებული. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, მეარაყიშვილმა მიზანმიმართულად არ მიაკითხა დოკუმენტებს, რომ ე.წ. პროკურატურის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინა.

აქტივისტი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს რომელიც ე.წ პროკურატურაში ჩაწერა. მისი თქმით, იმიტომ არ უშვებენ, რომ მოედანზე პიკეტი არ მოაწყოს.

"ახლა ქალაქის პროკურატურაში ვიმყოფები და ვეუბნები, რომ ქალაქის პროკურორთან ადვოკატის გარეშე საუბარს არ ვაპირებ. ვუხსნი, რომ ნებისმიერ სხვა დროს მოვალ, ახლა არკვევენ ეს შესაძლებელია თუ არა. არ მიშვებენ მხოლოდ იმის გამო, რომ მოედანზე არ გავიდე. ესაა მიზეზი. მე აქ მოვედი, ავტომობილი გავაჩერე, სადაც ჩემთვის უცნობი პირი ჩამიჯდა და მითხრა, რომ უნდა გავეცილებინე, მე ხომ არ მივიმალე? არც უარი მითქვამს მოსვლაზე. არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას"- ამბობს მეარაყიშვილი.


close დახურვა