logo
ENG



რუსეთში "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობის" ექსტრემისტულად აღიარება და აკრძალვა სურთ

17 ნოე 202321:49
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/17/b5rgced2u316nsf.jpg

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოს სარჩელით მიმართა, რათა "საერთაშორისო საზოგადოებრივი ლგბტ მოძრაობა" ექსტრემისტულად აღიაროს და ქვეყანაში მისი საქმიანობა აიკრძალოს.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, სარჩელში აღნიშნულია, რომ "რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედი ლგბტ მოძრაობის საქმიანობაში გამოვლინდა ექსტრემისტული ორიენტაციის სხვადასხვა ნიშნები, მათ შორის სოციალური და რელიგიური სიძულვილის გაღვივება".

უშუალოდ რა იგულისხმება "საერთაშორისო ლგბტ მოძრაობაში", უცნობია.

ამავე დღეს პეტერბურგში მიმდინარე კულტურის ფორუმზე ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ლგბტ ადამიანები საზოგადოების ნაწილი არიან. 

პუტინმა ისაუბრა სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას კითხვის პასუხად, რომელმაც თქვა, რომ საერთაშორისო კინოკონკურსების, როგორიცაა ოსკარის, ჯილდოს მოსაპოვებლად, ავტორებს, თითქოსდა მოეთხოვებათ გამოხატონ მხარდაჭერა ლგბტ ადამიანების მიმართ. კუსტურიცა ასევე ჩიოდა, რომ დასავლური კინოს ენა გახდა "რეკლამის ენა", ამიტომ მომავალს ის რუსულ კინოში ხედავს.

პუტინი თავის მხრივ დაეთანხმა, რომ დასავლეთში კონკურსებში გამარჯვებისთვის სექსუალურ უმცირესობებზე "მოყოლა, წერა, ჩვენებაა" აუცილებელი.

"მოულოდნელ რამეს ვიტყვი: მათაც, ამ თემებს და ამ ადამიანებს, აქვთ უფლება, რათა მოიგონ, აჩვენონ, მოყვნენ. რადგანაც ესეც საზოგადოების ნაწილია, ის, რითაც ადამიანები ცხოვრობენ. ცუდია, თუ მხოლოდ ისინი იმარჯვებენ რაღაც კონკურსებში - აი, არაა საჭირო... მაგრამ ესაა სურვილი თანასწორობისკენ... ეს თანასწორობა უნდა იყოს ყველგან, ყველაფერში - მათ შორის კულტურის სფეროს კონკურსებში', - განაცხადა პუტინმა.


close დახურვა