logo
ENG



ვოლსკი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას "უხამსობას და ისტერიკას" უწოდებს

18 ნოე 202315:28
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/18/6s5c0843u6h56qq.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი პარლამენტში ქალ დეპუტატებზე მორიგ თავდასხმას ეხმაურება. ის მომხდარს "უხამსობას და ისტერიკას" უწოდებს.

"ქალი დეპუტატები, ასეთი შეფასება, ასეთი ფორმულირება არაფერ შუაში არ არის და არანაირად არ შეიძლება იყოს გამართლებული რაღაც გენდერული ნიშნით ის უხამსობა, საერთოდ ის ისტერიკა და ასეთი ინტენსიური შეტევა გამომსვლელზე.

რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, არც გაუმართლებია თავი ლევანს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს წყობილებიდან მისი გამოსვლა არის სწორედ იმით განპირობებული, რომ ზღვარგადასულ უხეშობას ჰქონდა ადგილი", - ამბობს ვოლსკი.

გუშინ მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოსმენისას დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც მგალობლიშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თინა ბოკუჩავას, შემდეგ კი ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია


close დახურვა