"ქართული ოცნების" პარლამენტში, სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატები და "ქართული ოცნების" წევრები.
დაპირისპირება მოჰყვა, "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას.
"როცა გიორგი შარაშიძე გამოდიოდა სიტყვით, მან კიდევ ერთხელ შეახსენა [ქართულ ოცნებას] ის, რომ ისინი არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, ასევე ისინი არ იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამას მოჰყვა ჩვენს უკან მსხდომი დეპუტატების მხრიდან შეურაცხყოფა, გიგა ფარულავას მიმართ, რაზეც ფარულავამ უპასუხა, რომ არ შეიძლებოდა ეს და ამის შემდეგ უკვე მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება და პირველი ძალადობაზე გადავიდა დეპუტატი ირაკლი ხელაძე", - თქვა გახარიას პარტიის წევრმა, ვიკა ფილფანმა.
"ქართული პცნების" პრემიერის თქმით აგენტურან საკუთარი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა.
"ეს არის მათი სამარცხვინო სახე. რთულია, რაიმე შეცვალო, იქიდან გამომდინარე, რომ რთულია, სხვანაირად იმოქმედო, როდესაც არ გაქვს არც განათლება, არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არც პატრიოტიზმი. ამ დღეში არიან ეს ადამიანები.
ძალიან სამწუხაროა, რომ კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი – ქალს, როცა ვუყურებთ ამ აგენტურას. ეს არის მათი საერთო სახე, ღირსებადაკარგული ადამიანების ერთობა, რაც ნამდვილად ტრაგიკული მოვლენაა. ასეთები იყვნენ ქართველი ბოლშევიკები ერთი საუკუნის წინ. მათაც დაკარგული ჰქონდათ კაცს კაცის სახე, ქალს ქალის სახე და ეს არის ამ ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. საერთო რა ჰქონდათ მაშინდელ ბოლშევიკებსა და დღევანდელ აგენტურას, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ვუწოდებდით, რაც მათთვის ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო? ორივე იყო აგენტურა.
ჯაშუშობაზე, აგენტობაზე როდესაც გაქვს ხელი მოწერილი, იქ უბრალოდ შეუძლებელია, იმოქმედო ღირსეულად – კაცმა კაცივით, ქალმა ქალივით. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, მათ შორის ახალგაზრდები. მთავარი რჩევა, რაც უნდა მივცეთ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში უნდათ მოსვლა თუ არ უნდათ, არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში ხელი არ მოაწეროთ აგენტობაზე. მახსოვს, აგენტობის პოპულარიზაციას ცდილობდნენ და ქვეყნებს მიჯნავდნენ ერთმანეთისგან. ამბობდნენ, რომ რომელიმე ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს სათაკილო და რომელიღაც ქვეყნის აგენტობა შეიძლება იყოს არათუ მისაღები, არამედ მისასალმებელიც. ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან ეს ადამიანები. რეალურად, მათ ხელი მოაწერეს საკუთარ ღირსებაზე უარის თქმას და ამის კონკრეტულ გამოხატულებას ვხედავთ დღეს სხდომათა დარბაზში, რაც ძალიან სამწუხაროა", - თქვა კობახიძემ.
