logo
ENG



ხოშტარია: ჩემი და ზურას სახლთან ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები გააკრეს

19 ნოე 202316:14
3 წუთის საკითხავი
clock 654
2023/11/19/9ql7hswdmgtmjsi.jpg

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლთან შეურაცხმყოფელი ბანერები გააკრეს. ხოშტარიას ინფორმაციით, შეურაცხმყოფელი ბანერები გააკრეს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძის სახლის მიმდებარედაც.

"ჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ. 4-ვე ჩემი შვილი იზრდება ისე, რომ იციან რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრული [პლაკატები] ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება. მიხარია, როცა ჩემ შვილებს შემიძლია ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით რა არის უღირსობა. კარგად გაიგებენ, ისევე როგორც, აქამდე გაუგიათ. ოღონდ, აი, თქვენ, ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ", - წერს ხოშტარია.

ოპოზიციის ლიდერები არაერთხელ გამხდარან ცილისმწამებლური ბანერების სამიზნე. მარტში დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები წარწერებით, "მოღალატე ჯაშუშები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები", რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ გამოსახული. მოგვიანებით თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებსა და მეტროსადგურებში ამ პლაკატების გაკვრაზე მერიას ნებართვა არ გაუცია.


close დახურვა