logo
ENG



სატყეო სააგენტო: ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებულია 4 ადამიანი

19 ნოე 202317:06
3 წუთის საკითხავი
 
სატყეო სააგენტო: ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა, დაკავებულია 4 ადამიანი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ბრაკონიერთა ჯგუფი ტყის მცველს ფიზიკურად გაუსწორდა.

მათი განცხადებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სატყეო უბანზე ბრაკონიერებს, ხე-ტყის უკანონო ჭრის აღკვეთის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის ტყის მცველმა თემურ მგალობლიშვილმა.

სააგენტოს ინფორმაციით, თემურ მგალობლიშვილი დაზიანებებით ჩოხატაურის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი განცხადებით, შსს-ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოთხივე კანონდამრღვევი დააკავა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულს შეიცავს.


close დახურვა