logo
ENG



სააგენტო: თებერვალში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოვავლინეთ

07 მარ 202414:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/07/7g1194eekasnco1.jpg

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 74 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, აქედან 29 ფაქტი კახეთის სატყეო სამსახურის, 3 - მცხეთა-მთიანეთის, 8 - ქვემო ქართლის, 5 - შიდა ქართლის, 8 - სამცხე-ჯავახეთის, 9 - გურიის, 2 - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 5 - იმერეთის, ხოლო 5 სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომლებმა გამოავლინეს.

"სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს "საქმიან ეზოებში". საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

მიმდინარე წლის თებერვლის განმავლობაში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 110.424 მ3 ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს "საქმიან ეზოებში" არის განთავსებული.

2024 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 98 ფაქტი გამოვლინდა. ამოღებული და "საქმიან ეზოებში" დასაწყობებული ხე-ტყის რესურსის მოცულობა 167.234 მ3 შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

close დახურვა