logo
ENG



ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გეგმას ახანგრძლივებს

19 ნოე 202321:48
3 წუთის საკითხავი
clock 307
2023/11/19/d7ybwkhmrg89sqq.jpg

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციების გაგრძელების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას თავდაცვის ძალები სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებენ. განცხადებიდან არ ირკვევა, აპირებს თუ არა ისრაელი ღაზის სამხრეთში სახმელეთო ღონისძიებების გაფართოებას.

ამასთან, როგორც დღეს ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, მძევლების გათავისუფლებაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს. ისრაელი ჰამასის თავდასხმისა და მოქალაქეების გატაცების შემდეგ აცხადებს, რომ დასავლელი ლიდერების მოწოდების მიუხედავად, ყველა მძევლის გათავისუფლებამდე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება.

პარასკევს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედროების ოფიციალური მონაცემებით, ღაზაში მძევლების რაოდენობა 237 ადამიანს შეადგენს. ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ის მომდევნო კვირის ბოლოს მძევლების ოჯახებთან შეხვედრას გამართავს.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.


close დახურვა