logo
ENG



Reuters: თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა

20 ნოე 202310:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/20/ytrqnnjj8eoghx6.jpg

Reuters-ის ცნობით, თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა. ინფორმაცია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა და თქვა, რომ "ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო".

Reuters წერს, რომ რეგიონში ძლიერი შტორმის დაწყებამ, საჰაერო და საზღვაო სამაშველო ჯგუფებს გემის ძებნაში ხელი შეუშალა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სამძებრო-სამუშაოები ამინდის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყება.

გემის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 19 ნოემბერს, შავ ზღვაში შტორმის დაწყებასთან ერთად გახდა ცნობილი. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი Kafkametler-ის კაპიტანმა ბოლოს 19 ნოემბერს დაამყარა კონტაქტი შესაბამის სამსახურებთან. მას შემდეგ, გემთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.


close დახურვა