logo
ENG



ნაკრები ლიდერის გარეშე - შეცდომა თუ უპასუხისმგებლობა?

21 ნოე 202319:59
3 წუთის საკითხავი
 

ლევან კობიაშვილი ისევ დუმს. არც განცხადება, არც კომენტარი. ფეხბურთის ფედერაციის ბრალეულობით, საქართველოს ნაკრები მარტში ლიდერის გარეშე რჩება. გადამწყვეტ თამაშში გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. გულშემატკივრებში ისმის კობიაშვილის გადადგომის მოთხოვნა. ფედერაციიდან ნაკრების შემტევი არავინ გააფრთხილა, რომ შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი დისკვალიფიკაციას იწვევდა მარტში გასამართ თამაშში. ლევან კობიაშვილს გაახსენეს 2015 წელი, როდესაც მსგავსი შემთხვევის გამო ის ფედერაციის მაშინდელი ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვდა.


close დახურვა