logo
ENG



"ცოლზე იძალადა, დაზიანებები მიაყენა"- საგამოძიებომ პენიტენციურის ოფიცერი დააკავა

28 ნოე 202311:43
3 წუთის საკითხავი
clock 2179

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ძალადობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 26 ნოემბერს, რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ დაზარალებული ქალის შეტყობინების მიღების შემდეგ, უმოკლეს დროში უზრუნველყო გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რის შემდეგაც ჩვენ მიერ ოჯახში ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა სამართალდამცავი.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა