ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოს აფართოებს - როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, ამ ეტაპზე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს 20-მდე ადამიანი ემატება და მათი ჩარიცხვა შემდეგ ყრილობაზე ოფიციალურად გაფორმდება.
"ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრისთვის, წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს წევრისთვის, კარი რჩება ღია - ყველანაირი პირადული უნდა დაივიწყოს ყველამ, ყველამ ერთად ხელი ჩავკიდოთ, მანიფესტის შესაბამისად, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად და ვიბრძოლოთ ერთად", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს ახალი წევრები იქნებიან:
- ეკა წამალაშვილი;
- გია ჭანტურია;
- ნიკოლოზ ვაჩეიშვილი;
- გიგი კუბლაშვილი;
- სევდია უგრეხელიძე;
- ნიკა ჭურაძე;
- მაია ჯავახიშვილი;
- მერაბ ჯანელიძე;
- ალექსანდრე კრევო-ასათიანი;
- ნატალია მჭედლიშვილი;
- ბესო ქათამაძე;
- მამუკა ყურაშვილი;
- იგორ ნარმანია;
- ალიკა კუპრავა;
- ლევან ფერაძე;
- ბაკურ მგელაძე;
- თემურ ცამციშვილი;
- ნიკა ობოლაძე;
- ირაკლი გიორგობიანი.