logo
ENG



პიტერ სტანო: საქართველოს ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს

30 ნოე 202314:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/30/vwt72bp1enaiu3m.jpg

ევროკომისიის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესსპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ "საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს".

ასე უპასუხა სტანომ რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვას, განიხილება თ არა საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე.

"საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალი კონფლიქტის მძევლად არ უნდა იქცეს. აუცილებელია მთელი ძალისხმევის მიმართვა, რათა საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცვესიდან სარგებელი მიიღოს", - აცხადებს სტანო.

სტანოს ეს კომენტარი მოჰყვა რუსული გამოცემის იზვესტიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირში განიხილავს საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის გარეშე.

რადიო თავისუფლებისადმი პიტერ სტანოს პასუხში არაფერია ნათქვამი შესაძლო დაშვებაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი მოლდოვა და საქართველო განიხილებიან დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით ან მის გარეშე.

სტანო კვლავ აცხადებს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და "განაგრძობს საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, გააქტიუროს დიალოგი ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან".

"აუცილებელია მეტი შესაძლებლობის მიცემა დეიზოლაციისთვის და კონტაქტები საზოგადოებებს შორის, მეტად სტრუქტურირებული კონტაქტების გამოყენებით ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობით", - აცხადებს პიტერ სტანო.

სტანოს თქმით, საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება ქვეყანას უფრო მიმზიდველს გახდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვისაც.

"ჩვენ კვლავინდებურად დარწმუნებული ვართ, რომ დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და კანონის უზენაესობა საქართველოს გახდის უფრო მიმზიდველს ოკუპირებული სეპარატისტული რეგიონების მცხოვრებლებში. სარგებელი, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იძლევა, აუცილებელია გახდეს უფრო ცნობადი და მიმზიდველი, შერიგებისა და რუსეთისადმი მუდმივი მოწოდებით, დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება. ეს არის გზა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის", - აღნიშნულია სტანოს წერილობით პასუხში. 


close დახურვა