logo
ENG



"ორმაგი სტანდარტია" - კობახიძე ეუთო-ს სამიტში ქვეყნების არმონაწილეობაზე

30 ნოე 202314:11
3 წუთის საკითხავი
clock 311
"ორმაგი სტანდარტია" - კობახიძე ეუთო-ს სამიტში ქვეყნების არმონაწილეობაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეუთო-ს სამიტში საქართველოს მონაწილეობა ლოგიკურია, რადგან იქ ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელიც იქნებიან.

"როდესაც კონკრეტულ ღონისძიებას ესწრებიან ბლინკენი, ბორელი, სხვა ევროპელი ლიდერები, იქ ხომ აბსოლუტურად ლოგიკურია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა. რაც შეეხებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც დაასახელეთ [უკრაინა, ბალტიისპირეთი], მე მინდა მათ ვურჩიო, ჯერ ოთხჯერ ნაკლები ღვინო გაყიდონ რუსეთში, ვიდრე საქართველო ყიდის და მერე ისაუბრონ რაღაც ღონისძიებებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. ეს არის ორმაგი სტანდარტია. კონკრეტული ქვეყნები ოთხჯერ მეტ ღვინოს... თან არ არიან ღვინის წარმოებით დაკავებული და ჩვენზე ოთხჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში", - განაცხადა კობახიძემ.

ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასწრებაზე უარი თქვეს. უარის მიზეზი შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობაა.

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც "ღრმად წუხან გადაწყვეტილების გამო", რომლის მიხედვითაც, სკოპიეში, ეუთოს-მინისტრთა საბჭოს 30-ე სესიაში სერგეი ლავროვი იღებს მონაწილეობას.


close დახურვა