logo
ENG



უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდეს

30 ნოე 202322:52
3 წუთის საკითხავი
clock 1051
2023/11/30/csiyvvurmskiny6.jpg

უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ არჩევნები ომის დასრულების შემდეგ ჩატარდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადას ვებგვერდზე ვრცელდება. პარტიებმა შესაბამის მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. 

ჟან მონეს დიალოგის" ფორმატში 10-12 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ხელმოწერილ დოკუმენტის მიხედვით, რადას საპარლამენტო ფრაქციები თანხმდებიან, რომ მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ ჩატარდეს, რაც მოსამზადებლად საკმარისი დრო (საომარი მდგომარეობის დასრულებიდან, სულ მცირე, 6 თვე) იქნება გასული. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფრაქციაა ხალხის მსახურის წევრმა, დავით არახამიამ, ასევე, ბატკივშინადან იულია ტიმოშენკომ, ევროსოლიდარობის ფრაქციის თავმჯდომარემ, ირინა გერასენკომ და სხვებმა. 

"დარწმუნებულები ვართ, მოახლოებულ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება უკრაინის დემოკრატიული პერსპექტივისთვის და ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ჩვენ, ასევე, ვაღიარებთ, რომ ომი და მისი შედეგები უნიკალური გამოწვევაა არჩევნების ჩასატარებლად, რაც მათ გადასაჭრელად ფართო პოლიტიკურ კონსესუსს მოითხოვს.

ამიტომ, ჟან მონეს მომავალი დიალოგის ფარგლებში, გავაგრძელებთ აზრთა გაცვლა-გამოცვლას იმ პრინციპებზე, რომებიც შეიძლება, გახდეს უკრაინის მომავალი არჩევნების საფუძველი", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 


close დახურვა