logo
ENG



პარიზში, ეიფელის კოშკთან 26 წლის კაცი ტურისტებს თავს დაესხა

03 დეკ 202310:49
3 წუთის საკითხავი
clock 1962
2023/12/03/6t32wdqdjsc90sw.jpg
Stephanie Lecocq/Reuters

პარიზში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული პირი ტურისტებს თავს დაესხა - საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. უწყების განცხადებით, დაკავებულია 26 წლის კაცი.

თავდასხმა ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე მოხდა - მან ჯერ გერმანელი ტურისტი დაჭრა, ხოლო გაქცევის მცდელობის დროს ორი ადამიანი. საერთაშორისო მედიების ცნობით, თავდამსხმელი ამბობდა, რომ ღაზაში არსებული სიტუაციით შეშფოთებულია და "გაბრაზებულია, რომ ავღანეთსა და პალესტინაში ამდენი მუსლიმი იღუპება".

CNN წერს, რომ თავდამსხმელი 2016 წელს "ძალადობრივი ქმედებების" ორგანიზებისთვის იყო გასამართლებული და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.


close დახურვა