logo
ENG



აიოვას შტატში სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები

04 იან 202420:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/04/5r5gp805zsm5y8n.jpg

აიოვას შტატში სკოლასთან სროლა იყო. როგორც ცნობილია, თავდასხმის დროს სწავლის პროცესი დაწყებული არ იყო, შესაბამისად, მოსწავლეები შენობაში არ იმყოფებოდნენ. 

არსებული ინფორმაციით, სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, თუმცა პოლიცია ამ ეტაპზე მათ ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს და აცხადებს, რომ ვითარება კონტროლქვეშაა და მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება. 

მედიის ცნობით, თავდამსხმელი მოკლულია. გავრცელებული ცნობებით, სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა.

 

 

close დახურვა