logo
ENG



Georgian Airways სანქტ პეტერბურგში ფრენებს 10 დეკემბრიდან დაიწყებს

03 დეკ 202317:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/03/asxeussc969rk33.jpeg

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways თბილისიდან რუსეთის კიდევ ერთ ქალაქში იფრენს.

მათი ცნობით, კომპანია სანქტ პეტერბურგში ავიარეისებს 10 დეკემბრიდან კვირაში ორჯერ - ყოველ ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს.

ავიაკომპანია და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი რუსეთში ფრენების დაწყების გამო უკრაინის მიერ სანქცირებულია, მას ბოიკოტი გამოუცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.


close დახურვა