logo
ENG



ინგუშეთში რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა

04 დეკ 202313:03
3 წუთის საკითხავი
 

ინგუშეთში გასული კვირის ბოლოს რუსეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, "ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა".

მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ შეხვედრის მონაწილეები იმყოფებოდნენ "ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილას".

ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა ისაუბრა. ეხო კავკაზა წერს, რომ საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

გამოცემა წერს, რომ ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მანამდე სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტიც დაასახელა და პროექტის მიზნებზე ისაუბრა. კერძოდ, აღნიშნა, რომ მიზაი "სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარებაა კავკასიონის ქედის გავლით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის, სატვირთო და სამგზავრო მარშრუტების შესამცირებლად".


close დახურვა