logo
ENG



იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრება

04 დეკ 202317:25
3 წუთის საკითხავი
clock 336
იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი უკრაინაში გაემგზავრება.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, იოსელიანი 7-8 დეკემბერს იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან.

"იოსელიანნი მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ვარშავაში (პოლონეთში) შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა