logo
ENG



"შენი ხმა ევროკავშირს" - სალომე ზურაბიშვილი 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშს შეუერთდება

06 დეკ 202321:13
3 წუთის საკითხავი
 
"შენი ხმა ევროკავშირს" - სალომე ზურაბიშვილი 9 დეკემბერს დაგეგმილ მარშს შეუერთდება
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მსვლელობას შეუერთდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ასევე ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები ჩვენ გვიერთდებიან, იმისთვის, რომ ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან ჩვენკენ, გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს", - აცხადებს ზურაბიშვილი.

9 დეკემბერს, შაბათს მარში სახელწოდებით "შენი ხმა ევროკავშირს" რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყება - მონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან.

8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.


close დახურვა