logo
ENG



მოქალაქეების მითვისებული თანხები – სამშენებლო კომპანია ვივა ვაკეს უფროსზე ძებნა გამოცხადდა

08 დეკ 202307:54
3 წუთის საკითხავი
clock 3053
2023/12/08/8dlp2p8pnam1g7p.jpg

საქართველოს პროკურატურამ, სამშენებლო კომპანია ვივა ვაკის დირექტორს მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2016 წელს, შპს ვივა ვაკე დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა.

"ბრალდებულმა 2016 წელს, შპს ვივა ვაკე დააფუძნა და მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბინების შეძენის მსურველი პირები ყალბი სარეკლამო განცხადებებით მიიზიდა. "კომპანიის დირექტორმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულებმა შპს ვივა ვაკის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს.

ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 5 988 279,56 ლარი მიიღო, რის შემდეგაც სამშენებლო კომპანიამ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ განახორციელა სამშენებლო სამუშაოების წარმოება და საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა", - წერია განცხადებაში.


close დახურვა