logo
ENG



ზელენსკი: რუსეთმა ყველაფერი გააკეთა უკრაინას EU-ს მხრიდან სესხი არ მიეღო

20 დეკ 202500:42
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/19/ztdseeu43a6iwiy.png

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინას ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების მიღებაში ხელი შეეშალა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთმა უდიდესი როლი ითამაშა ევროკავშირის გადაწყვეტილებაში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ.

„ევროპელი ლიდერების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რუსეთს ძალიან სურდა ამ შეხვედრის ჩაშლა, გაუქმება ან გადადება. მტკიცე და გადამწყვეტი პოზიციის დაკავებით, ევროპამ აჩვენა ლიდერობა ამ საკითხში, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, გმადლობთ ჩვენი მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ აგრძელებთ ამას,“ — განაცხადა ზელენსკიმ ტუსკისადმი მიმართვისას.

მანამდე ზელენსკიმ ევროკავშირის გადაწყვეტილებას 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ უკრაინის გამარჯვება უწოდა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭო დათანხმდა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას 2026-2027 წლებისთვის, რაც დაეფუძნება ევროკავშირის მიერ კაპიტალის ბაზრებზე აღებულ სესხებს და გამაგრებული იქნება ევროკავშირის საბიუჯეტო რეზერვებით.


close დახურვა