logo
ENG



NDI: უმეტესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევაა

11 დეკ 202312:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/11/vobl4tm3dinsamd.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

კითხვაზე, "რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა? მაქსიმუმ სამი პასუხი", პასუხები ასე ნაწილდება:

 

კვლევის თანახმად, დასახლების სხვა ტიპებთან შედარებით, თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს უფრო კრიტიკულად აფასებენ.

ამასთან, კვლევის თანახმად, შეინიშნება მცირედი სხვაობა ქალებსა და კაცებს შორის, კერძოდ, განათლების საფასურს მეტი ქალი ასახელებს პრობლემად.

კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.


close დახურვა